Wednesday, June 19, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია


                          პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია 
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლილი ჩიფჩიური
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა  სსიპ ქალაქ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის #77 სკოლის  მე-8  კლასში (25 მოსწავლე).  
განხორციელების ვადები - 20.12.2018-20.05.2019

განმავითარებელი შეფასების ეფექტურობა ქართული ენის გაკვეთილებზე
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო ქართული ენისა გაკვეთილებზე მოტივაციის დაბალი მაჩვენებლის ინტერვენცია განმავითარებელი შეფასების ხშირი და მიზანმიმართული გამოყენებით , შემდეგ ჩატარებული კვლევის გაცნობა პედაგოგებისთვის.
არსებული კვლევის გასაცნობად გამოვიყენე პრეზენტაცია, power point-ში შექმნილი სლაიდ-შოუ, რადგან ვიზუალურივერსია უფრო ადვილად გასაანალიზებელია და ადვილად აღქმადია მსმენელისთვის, დაინტერესებული პირისთვის.
პედაგოგიური მუშაობის მანძილზე ხშირად მქონია პრობლემური თემები, რომელთა გადაჭრის გზების ძიება და გამოსწორება მიცდია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ამჯერად ჩემთვის აქტუალური გახდა ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეთა მოტივაციის ამარლებისა და მაქსიმალური ჩართულობის გზების განსაზღვრა განმავითარებელი შეფასებების საფუძველზე.
ჩემს კვლევაში გადავწყვიტე ერთი კლასის მაგალითზე მეჩვენებინა,  რამდენად იყო შესაძლებელი ამ პრობლემის გადაჭრა, რა ფუნქცია ეკისრებოდა უშუალოდ საგნის მასწავლებელს, მშობელს და, რათქმაუნდა, მოსწავლეს  ამ  პრობლემის აღმოფხვრის გზებში.  
კვლევა დავიწყე ჩემი იმ კოლეგების ანკეტირებით, რომლებიც ამ კონკრეტულ კლასს ასწავლიან.პედაგოგებს ვთხოვე მასალის გაცნობის შემდეგ მოეცათ უკუკავშირი. გაცნობის შემდეგ მოხდა გასაუბრება პედაგოგებთან. მათ მომაწოდეს და გამაცნეს საკუთარი აზრი არსებულ კვლევასთან დაკავშირებით. რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდი მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევი საკითხი და შემიქეს ის აქტიბობები, რომლებიც ინტერვენციისათვის დავგეგმე: მშობლებთან მჭიდრო კონტაქტი, ბავშვებთან ერთად თვითშეფასებისა და შეფასების რუბრიკების შედგენა, ექსკურსია, თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით გაკვეთილების გამრავალფეროვნება.
ასევე დადებითად გამოეხმაურნენ ე.წ. ჩეკ-ლისტის-დაკვირვების დღიურის გამოყენებას, რამაც საშუალება მომცა ჩავწვდომოდი  თითოეული მოსწავლის საჭიროებებს და მათზე მორგებული ახალი გზები დამესახა.
პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სამომავლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრის წევრები  დანერგავენ არსებულ აქტივობებს საკუთარ პრაქტიკაში ყველა კლასში და ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ შედეგებს.



No comments:

Post a Comment