კოლეგებო,
თქვენთან თანამშრომლობის სურვილს მრავალი მიზეზი აქვს და ამავდროულად პატივია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალური შეფასებების და კრიტიკული აზრის მოსმენა საუკეთესო ინსტრუმენტია თვით და ურთიერთგანვითარებისთვის. 
გადატვირთული სამუშაო რეჟიმის პირობებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებსაც  დრო და გეოგრაფია არ ზღუდავს,  ყველაზე მოკლე და მოხერხებული გზაა.
ვფიქრობ, მასწავლებლობას ბევრი რამ აერთიანებს, განსაკუთრებით კი, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ჩვენი გავლენა. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმისთვის, რომ შევიხედოთ ერთმანეთის საკლასო ოთახში, ერთად ვიფიქროთ როგორ შევქმნათ მოსწავლეთა წარმატების ფორმულა, როგორ მოვამზადოთ მოზარდები დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის.
დიახ, ჩემი მიზანია გავცე და მივიღო ინფორმაცია  საგანმანათლებო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, ინოვაციურ წამოწყებებზე, სწავლა-სწავლების ეფექტიან და ეფექტურ სტრატეგიებზე, მოსწავლეთა წარმატებების ხელშეწყობისა და  სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბების საშუალებებზე.

No comments:

Post a Comment