დავიბადე 1967 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. დავამთავრე თბილისის 85-ე სკოლა. 1995 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფოლოლოგიის  ფაკულტეტი. (საღამო)
   კვალიფიკაცია:ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,მაქვს მაგისტრის ხარისხი და პედაგოგად მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება.
   1989 წელს მუშაობა დავიწყე თბილისის 176-ე სკოლაში. პარალელურად ვმუშაობდი ისნის რაიონის მოსწავლეთა სახლში. ჩამოყალიბებული მქონდა ნორჩ შემოქმედთა კლუბი "ლურჯა ცხენები". მონაწილეობას ვიღებდი ისნის რაიონის მოსწავლეთა სახლის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში.
   1996 წლიდან გავიარე საქართველოს ფედერაციასთან არსებული ლიდერთა სკოლის ტრენინგები და აქტიურად ვმონაწილეობდი ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საზაფხულო ბანაკებში, ჯერ ლიდერად, შემდეგ კი ბანაკის დირექტორად. (ბოლოს ვიყავი 2014 წელს ბორჯომის საზაფხულო ბანაკის დირექტორი) აღნიშნული მუშაობის შედეგად მიღებული მაქვს უამრავი მადლობის სიგელი.
   2000 წლიდან მუშაობა გავაგრძელე თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. პარალელურად ვაგრძელებდი მუშაობას ისნის რაიონის მოსწავლეთა სახლში და ორგანიზაცია "კარიტასში" მოხალისედ. უსასყიდლოდ ვკითხულობდი ბავშვებისათვის ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რაც შეეხება ზაფხულს, აქტიურად ვიყავი ჩართული ბანაკურ ცხოვრებაში.
   ამჟამად ვმუშაობ 77-ე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2015 წელს გავედი სასერთიფიკაციო გამოცდებზე და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი. საფუძვლიანად ვარ გაცნობილი და ვიცი სამართლებრივი აქტები, მასწავლებლებისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი... ვარ მეგობრული, მიზანდასახული, კომუნიკაბელური ადამიანი.
    ვარ გაუთხოვარი. "მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი ბავშვის მშობელი".

No comments:

Post a Comment