1924
წელს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა თავის 10 წლის
ქალიშვილს- ქეთევან ჯავახიშვილს ალბომში ჩაუწერა „ჩვენი დროის ათი
მცნება“. მწერლის მიერ მომავალი თაობისათვის დატოვებული ეს შეგონება მარად
უნდა გვახსოვდეს და ხშირად შევახსენოთ ჩვენს შვილებს.
ჩვენი დროის ათი მცნება
- შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენიმშობელი საქართველოსი.
- შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენიპირადი მეგობარი.
- ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულსეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
- მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
- მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
- განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული დაურჩი სურვილები.
- გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით დაპატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრეთუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
- სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე.იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინსდა გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
- თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუგადააჭარბებ. არ გაამაყდე.
- ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე– შრომა და მესამე – შრომა.
შენი მოსიყვარულე მამა მიხეილ ჯავახიშვილი
No comments:
Post a Comment